/* Decoded by unphp.net */ ყველაფერი საინტერესო დაფნაზე » DataLife Engine

   კეთილშობილური დაფნა , ლათინურად - Laurus Nobilis , არის რელიქტური მცენარე, რომელიც ხარობდა დედამიწაზე რამოდენიმე ათეული მილიონი წლის წინათ, დინოზავების ეპოქაში. დაფნა  არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, თუმცა საკმაოდ მაღალი 12-20 მეტრის სიმაღლის, ამიტომ მას შეგვიძლია ვუწოდოთ ხეც. დაფნის სიცოცხლის ხანნგრძლიბობა 400 წლამდეა და ის ხარობს სუბტროპიკულ ზონაში, მის სამშობლოდ ითვლება ხმელთასუაზღვისპირეთი.     ანტიკურ ეპოქის ქვეყნებში დაფნა  საკულტო მცენარე იყო. ის ითვლებოდა არა მარტო მამაკაცის სილამაზის და სექსუალობის სიმბოლოდ, არამედ გამარჯვების, ღირსების და პატივის სიმბოლოდ. დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნე სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულებს , იქნებოდა ეს სამხედრო გმირება, სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება.  ალბათ ყველამ არ იცის რო სიტყვა „ლაურიატი" მოდის სწორედ სიტყვიდან „Laurus" ანუ დაფნის გვირგინის მფლობელისაგან.

უკან, წინა გვერდზე