ანტიკური დროის ცნობილი მკურნალები იყენრბდნენ დაფნის ფოთოლს როგორც სასწაულ მოქმედ საშვალებას მრავალი დავადებების სამკურნალოდ. იგი უძველეს კოლხეთში მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის უძველესი ბინადარი იყო და მედეა მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. ჰიპოკრატეს აზრით, დაფნის ზეთი შველის კრუნჩხვებისას, ხოლო დაფნის ფოთოლი ამცირებს ტკივილების შეგრძნებას მშობიარობისას. ავიცენა თვლიდა რომ დაფნის ფოთოლი შველის სახსრების ტკივილის დროს, ნერვული დაძაბულობისას, ქოშინისას, ხოლო დაფნის თესლი და ქერქი შეუცვლელია კენჭშარდოვანი დავადებებისას და ხოლეცისტიტისას. დაფნას ასევე დიდი გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში და პარფიუმერიაში.