შ.პ.ს. "ლაურუს"
 
        კომპანია „ლაურუს"-ი დაფუძნებულია 2007 წლის 6 თებერვალს, ს/კ 239891051. კომპანია არის კერძო სტრუქტურა, ის სპეციალიზირებულია დაფნის წარმოება გადამუშავებაზე. მისი ფუნქციონირება დაიწყო ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში 51 ჰა მოსავლიანი დაფნის პლანტაციის შესყიდვით.         მეპატრონის ძალისხმევით მოხდა პლანთაციის კაპიტალური შემოკავება, მოვლითი ღონისძიების ჩატარება, აუცილებელი ტექნიკის შეძენა.
         კომპანიის ძირითდ ბიზნეს იდეას წარმოადგენს მაღალხარისხოვანი მშრალი დაფნის დამზადება, დისტრიბუცია, მას გააჩნია ხუთწლიანი ხელშეკრულება რუსულ კომპანია  О.О.О. «Лаурус Сибирь» - თან, ყობელწლიურად 200 ტონა მშრალი დაფნის მიწოდებაზე.   
   ქ.სენაკში დაფნის გადამამუშავებელი  ობიექტის დაფუძნების მიზნით მშვიდობის ქ 172 –ში შესყიდული იქნა ორსართულიანი კაპიტალური შენობა  1944კვ.მ სასარგებლო ფართით. მოხდა მისი კაპიტალური  შეკეთბა,მოეწყო მშრალი დაფნის წარმოება დისტრიბუციისათვის აუცილებელი ყველა  ინფრასტრუქტურა.
         დაფნის გადამუშავება ,დისტრიბუციის გადიდების  მიზნით ახალი ობიექტი აშენებულ იქნა სოფელ ნოსირში, დაფნის პლანტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალი ობიექტი არის ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა 1692 კვ.მ ფართით, ასევე მოეწყო ოთხ კამერიანი დაფნის ხელოვნური საშრობი. ერთდროულად 14 ტონა ნედლიდაფნის შრობის  შესაძლებლობით. კომპანიის მიერ აშენბული ახალი ობიექტი შეტანილია საქართველოს რესპუბლიკაში  აშენებულ 100 საუკეტესო საწარმოთა  სიაში.
            სულ კომპანიის ფორმირებაში განხორციელებულ იქნა 860 ათასი აშშ დოლარის ინვენსტირება. ამჟამად არსებულ საწარმო ობიექტზე სრული შესაძლებლობაა  მშრალი დაფნის დამზადება  და ექსპორტი არსებული 200 ტონიდან გაზარდოს 450 ტონამდე.
       შპს ,,ლაურუს"-ი ამჟამად ერთად -ერთი კომპანიაა საქართველოში რომელიც ამზადებს მაღალხარისხიან მშრალ დაფნას, აქ დამზადებული დაფნა ბუნებრივი ფერით, სურნელით, მინერალებისაგან სისუფთავით აკმაყოფილებს საერთშორისო სტანდარტებს. ორივე ობიექტზე 220-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გარდა საკუთარი ნედლეულისა ,რომლის რესურსი 800 ტონა ნედლ დაფნაზე მეტია გასაშრობ დაფნას აწვდის ,სამეგრელოს ,იმერეთისა და გურიის რეგიონის მოსახლეობა ,ყველა რეგიონში ყავს შესყიდვების  მენეჯერები.
        კომპანიას უკავია მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდბარეობა დისტრიბუციის თვალსაზრისით, ის ფუნქციონირებს  სენაკი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 50 მეტრი დაშორებით, სენაკის რკინიგზის სატვირთო სადგურიდან დაშორებულია 500 მეტრით, ფოთის პორტიდან და საბაჟო  ტერმინალიდან დაშორებულია 37 კმ-ით .
         კომპანიის  სპეციალისტები მონაწილეობენ სასწავლო ტურებში და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა გაყიდვებში.     ადგილზე არის სრული პოტენციალი წარმოებულ იქნას ევროპულ სტანდარტის მშრალი დაფნა, კომპანია მზადაა მასშტაბური დაკვეთების მისაღებად.

უკან წინა გვერდზე