/* Decoded by unphp.net */ factory » DataLife Engine

ნოსირის დაფნის მიმღებ-გადასამუშავებელი ქარხანა მდებარეობს ქ.სენაკიდან 7 კმ-ში, ჩვენი ფირმის პლანტაციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ქარხნის ძირითდი შენობა არის 2 სართულიანი კაპიტალური ნაგებობა 1692 მ2 სასარგებლო ფართით. აქვე აშენებულია 4 კამერიანი ხელოვნური საშრობი, 14 ტონა ნედლი დაფნის შრობის შესაძლებლობით. აშენებულია კეთილმოწყობილი ოფისი. ეს ქარხანა ძირითადად გათვლილია საკუთარი პლანტაციიდან მიღებული ნედლი დაფნის გასაშრობად და გადასამუშავებლად. სულ ობიექძე დასაქმებულია 70 ადამიანი.
 

 სენაკის დაფნის მიმღებ-გადასამუშავებელი ქარხანა მდებარეობს ქ.სენაკში, მშვიდობის ქ. 172-ში. ამ ქარხნის ძირითდი ნაგებობა არის 2 სართულიანი კაპიტალური შენობა 1944 მ2 სასარგებლო ფართით. ამ შენიბის პირველი სართული დაყოფილია სამ სივრცედ: პირველ სივრცეში ხდება მშრალი და ნედლი დაფნის მიღება; მერო სივრჩეში ხდება მშრალი დაფნის დახარისხება-განფოთვლის ოპერაცია; მესამე სივრცეში დამონტაჟებულია დოლურა მანქანა, სადაც ხდება დაფნის მინარევებისაგან გასუფთავება და მერე სივრცეში დამხარისხებელ მაგიდაზე მიწოდება. მოძრავ მექანიკურ მაგიდაზე დაფნის დახარისხებას ემსახურება 32 ქალი. გადარჩეული დაფნის ფოთოლი მიეწოდება საპრეს საამქროს, სადაც ის ღებულობს საბოლოო სასაქონლე სახეს. I-ლი ხარისხი იპრესება 15-16 კგ-იან პოლიეთილენის ტომრებში. ამ შენობის მე-2 სართულის მთელ ფართობზე მოწყობილია სასაშრობე სივრცე. დაფნის გაშრობა ხდება მზის სხივებიდან დაცულ მდგომარეობაში, დაკიდული ფორმით. ეს მას უნარჩუნებს ბუნებრივ ფერს და დამახასიათებელ სურნელს. სულ ამ ობიექტზე დასაქმებულია 140 ადამიანი. 

 ორივე ქარხანაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი და მისი ჯამური წარმადობა ამჟამად არის 200 ტონა მშრალი დანის ფოთოლი წელიწადში. ქარხნების ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე   შესაძლებელია ამ მაჩვენებლის გაზრდა 400-450 ტონამდე წელიწადში. 







უკან წინა გვერდზე