კეთილშობილი დაფნის მცენარე ძველთაგანვე მრავალმხრივ გამოყენებას პოულობდა მშრალი ფოთლის სახით, რადგან მშრალი ფოთოლი ინარჩუნებდა დაფნის ფოთლის არომატს და თვისებებს. ამიტომ ადამიანი ამრავლებდა დაფნის მცენარეს მშრალი ფოთლის მისაღებად. ჩვენი ფირმა „ლაურუს"-ი აწარმოებს სწორედ დაფნის მოყვანას და მშრალი ფოთლის დახარისხებას. ჩვენ დაფნა გაშენებული გვაქვს 51 ჰექტარზე. ჩვენი ფირმა აწარმოებს უმაღლეს, პირველ და მეორე ხარისხის მშრალ დაფნის ფოთოლს.