შ.პ.ს. „ლაურუსი"  მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში (ქ.სენაკი) . ეს რეგიონი მდიდარია თავისი ფლორის მრავალფეროვნებით, მათ შორის ხარობს  კეთილშობილური დაფნა (  Laurus Nobelus). დაფნის მოყვანა და გამოყენება ამ რეგიონში წარმოებს უძველესი დროიდან , მედიცინის ფუძემდებლის და მკურნალის  აიეტის ქალიშვილის მედეას დროიდან. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამ რეგიონში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოაშენეს დაფნის პლანტაციები  და აწარმოებდნენ მის დამუშავებას. 

დაწვრილებით...

  ჩვენი ფირმა განლაგებულია საერთაშორისო საზღვაო პორტ ფოთიდან 30კმ-ში (ქ.სენაკში), რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მინიმალური დანახარჯით.ჩვენი პროდუქციის გადაზიდვა შესაძლებელია სარკინიგზო ვაგონებით აზერბაიჯანის გავლით შუა აზიის ქვეყნებში და რუსეთში, ასევე საბორნე გადაზიდვა ტრაილერებით უკრაინის, ბულგარეთის და რუმინეთის გავლით ევროპის ქვეყნებში მინიმალურ დროში.      

დაწვრილებით...

კეთილშობილი დაფნის მცენარე ძველთაგანვე მრავალმხრივ გამოყენებას პოულობდა მშრალი ფოთლის სახით, რადგან მშრალი ფოთოლი ინარჩუნებდა დაფნის ფოთლის არომატს და თვისებებს. ამიტომ ადამიანი ამრავლებდა დაფნის მცენარეს მშრალი ფოთლის მისაღებად. ჩვენი ფირმა „ლაურუს"-ი აწარმოებს სწორედ დაფნის მოყვანას და მშრალი ფოთლის დახარისხებას. ჩვენ დაფნა გაშენებული გვაქვს 51 ჰექტარზე. ჩვენი ფირმა აწარმოებს უმაღლეს, პირველ და მეორე ხარისხის მშრალ დაფნის ფოთოლს.  

დაწვრილებით...

დაფნის ფოთოლი მედიცინაში

ანტიკური დროის ცნობილი მკურნალები იყენრბდნენ დაფნის ფოთოლს როგორც სასწაულ მოქმედ საშვალებას  მრავალი დავადებების სამკურნალოდ. იგი უძველეს კოლხეთში მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის უძველესი ბინადარი იყო და მედეა მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. ჰიპოკრატეს აზრით, დაფნის ზეთი შველის  კრუნჩხვებისას, ხოლო დაფნის ფოთოლი ამცირებს ტკივილების შეგრძნებას მშობიარობისას. ავიცენა თვლიდა რომ დაფნის ფოთოლი  შველის სახსრების ტკივილის დროს, ნერვული დაძაბულობისას, ქოშინისას, ხოლო დაფნის თესლი და ქერქი შეუცვლელია  კენჭშარდოვანი დავადებებისას და ხოლეცისტიტისას.  დაფნას ასევე დიდი გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში და პარფიუმერიაში.

დაწვრილებით...

დაფნის ფოთოლი კულინარიაში

დაფნის ფოთლის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში იყო განსხვავებული თნამედროვე გამოყენებასაგან. ანტიკური დროიდან დაფნას იყენებდნენ მედიცინაში, წყლის არომატიზირებისათვის, ხელის დასაბანად ჭამის წინ,  მხოლდ  ჩვ. წ.-ის I საუკუნეში დაფნის გამოყენება დაიწყეს საწმლებში როგორც არომატული სანალებლი.  ევროპაში დაფნა პირველად შემოვიდა როგორც სამკურნალო საშვალება, მაგრამ მალე მოიპოვა აღიარება როგოც სანელებელმა. 1652 წელს ფრანსუა პერ დე ლა ვარენტმა, საფრანგეთის დედოფლის მარია მედიჩის მზარეულმა გამოცა წიგნი კულინარიაზე სადაც მან დაფნის ფოთოლზე დაწერა როგორც სანელებელზე რომელსაც შეუძლია გაუმჯობესოს და გამოასწოროს კერძის გემონვება. მან რეკომენდაცია გაუკეთა მის გამოყენებას კულინარიაში.

დაწვრილებით...

ყველაფერი საინტერესო დაფნაზე

   კეთილშობილური დაფნა , ლათინურად - Laurus Nobilis , არის რელიქტური მცენარე, რომელიც ხარობდა დედამიწაზე რამოდენიმე ათეული მილიონი წლის წინათ, დინოზავების ეპოქაში. დაფნა  არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, თუმცა საკმაოდ მაღალი 12-20 მეტრის სიმაღლის, ამიტომ მას შეგვიძლია ვუწოდოთ ხეც. დაფნის სიცოცხლის ხანნგრძლიბობა 400 წლამდეა და ის ხარობს სუბტროპიკულ ზონაში, მის სამშობლოდ ითვლება ხმელთასუაზღვისპირეთი.     ანტიკურ ეპოქის ქვეყნებში დაფნა  საკულტო მცენარე იყო. ის ითვლებოდა არა მარტო მამაკაცის სილამაზის და სექსუალობის სიმბოლოდ, არამედ გამარჯვების, ღირსების და პატივის სიმბოლოდ. დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნე სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულებს , იქნებოდა ეს სამხედრო გმირება, სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება.  ალბათ ყველამ არ იცის რო სიტყვა „ლაურიატი" მოდის სწორედ სიტყვიდან „Laurus" ანუ დაფნის გვირგინის მფლობელისაგან.

დაწვრილებით...